განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო კომიტეტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო კომიტეტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს 2025 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებითაც. საჩხერის მუნიციპალიტეტში გამართულ გასვლით სხდომაზე, გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
