"ერთი დღე ჯარში“
"ერთი დღე ჯარში“ - პროექტის ფარგლებში მე-5 საარტილერიო ბრიგადას თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მოზარდებს ჯარისკაცის ცხოვრების წესის, მათი ყოველდღიურობის გაცნობის, მათთან გასაუბრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. მოსწავლეებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე გმირთა მემორიალთან მოსწავლეებმა დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.