საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 108 წელი შესრულდა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 108 წელი შესრულდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურნენ. აღნიშნავენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია.
