ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადება, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება პოლიტიკური შეფასებების საკითხია. მმართველი გუნდი ამბობს, რომ საქართველოში სრულიადაა დაფინანსებული ენჯეოები მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას ეწეოდნენ. მათივე თქმით, იმას, რაც შტატებში ტერორიზმად ფასდება, საქართველოში რადიკალური ჯგუფები გმირობად წარმოაჩენენ. ოპოზიცია ტრადიციულ რიტორიკას არც ამჯერად ღალატობს.
