პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადებას ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კონკრეტულ კითხვას სვამს, რაც საქართველოში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ენჯეოს, სირცხვილიას მიერ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას ეხება.
