პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს დაურთო ვიდეოებიც
პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს დაურთო ვიდეოებიც, ეველინ ფარკასის , ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ინტერვიუებიდან ამონარიდები. 2022 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში ომს ვერ იგებს და მას არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომ არის აღქმა, რომ რუსეთს მაინც აქვს რესურსი პრობლემები გაზარდოს საქართველოში, ეველინ ფარკასი პასუხობს - მერე რა. ეს წამოცდენილი ფრაზა, კი პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველაზე ზუსტად აღწერს ომის მხარდამჭერი ამერიკული და ევროპული პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და მისი უსაფრთხოების მიმართ.