პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს
პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე წერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას საქართველოსთან მიმართებით. მისივე თქმით, ომის მოსურნე ელიტის თამაში მსოფლიო პოლიტიკაში ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის. პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ქვეყანა გადარჩა კარგად დაგეგმილ სცენარსა და როლს, რომელიც ქვეყანას ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მყოფ კონფლიქტში უნდა შეესრულებინა.
