"გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აგორებული კამპანია ფარსი იყო"
გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აგორებული კამპანია ფარსი იყო - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღიარებაზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრებისას, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვია. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებზე თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებული იყო, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული პროტესტი კი აბსურდი.
