შეტევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე
სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფის მიერ მიზანმიმართულ დისკრედიტაციის კამპანიასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იმ თანამშრომელთა მცირე ნაწილის მხრიდან, რომლებიც მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, შრომითი ხელშეკრულების პირობები და შინაგანაწესი არაერთხელ დაირღვა, რაც მაუწყებლის მხრიდან რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
