პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. მათ პატიმრობა უკვე შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
