ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა იაპონელმა ძიუდოისტმა შოჰეი ონომ რუსთავის სპორტის სასახლეში მასტერკლასი ჩაატარა
ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა იაპონელმა ძიუდოისტმა შოჰეი ონომ რუსთავის სპორტის სასახლეში მასტერკლასი ჩაატარა. ონო 21-23 მარტს თბილისის გრანდ სლემსაც დაესწრო. ცნობილი იაპონელი ძიუდოისტი საქართველოში ვარლამ ლიპარტელიანის და ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით იმყოფება.