საქართველოს პრეზიდენტმა, უარი თქვა სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე
საქართველოს პრეზიდენტმა, უარი თქვა სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა. გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ასევე, კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.
