ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დუმს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დუმს. მანამდე ორგანიზაციის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრებისას, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვია. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ დრომდე სტრასბურგის სასამართლოსგან სარჩელის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებზე თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. პარლამენტის თავმჯდომარეს კი კონკრეტული კითხვები აქვს არა მესამე სექტორთან, არამედ მათ დონორებთან.
