2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ხვალ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთ საქმეს განიხილავენ
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ხვალ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთ საქმეს განიხილავენ. დაბარებულები არიან ნავთობკომპანია „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი, ასევე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. რას აპირებენ ჯაფარიძე და ხაზარაძე ჯერ უცნობია, ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მმართველი გუნდის განცხადებით კი, საგამოძიებო კომისია კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას იმ პოლიტიკოსების სახეს, რომლებიც ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
