ძიუდოს საერთაშორისო კატეგორიის ქართველ არბიტრს ვლადიმერ ნუცუბიძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
ძიუდოს საერთაშორისო კატეგორიის ქართველ არბიტრს ვლადიმერ ნუცუბიძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ნუცუბიძე თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს დააჯილდოვეს.
