იემენში ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა
იემენში ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შტატების ცენტრალური სარდლობა შიიტი ჰუსიტების სამხედრო ინფრასტრუქტურას 15 მარტის შემდეგ უტევს. ვაშინგტონის მიზანი წითელ ზღვასა და ადენის ყურეში ჰუსიტების მხრიდან ამერიკულ გემებზე თავდასხმების შეჩერებაა.
