თბილისის გრანდ სლემი ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს
თბილისის გრანდ სლემი ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ. თემურ ნოზაძე და გურამ თუშიშვილი ვიცე-ჩემპიონები. გიორგი ჯაბნიაშვილმა, ირაკლი დემეტრაშვილმა, ნინო ლოლაძემ, ირაკლი ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე პოზიცია დაიკავა.
