საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა
საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი აზარალებს ქართულ ფეხბურთს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. ლევან კობიაშვილის თქმით, შესაძლოა ეს ინციდენტი უეფას მხრიდან სერიოზული სანქციების მიზეზი გახდეს.
