განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. იანა და ევა ბროვენკომ დუმილის უფლებით ისარგებლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებად ამოღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, „მეტადონი“, ასევე ელექტრო სასწორები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
