საქართველოში ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ
საქართველოში ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. სტუმრებს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში უმასპინძლეს. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა სწავლება „ნატო-საქართველო 2025“, რომელიც საქართველოში ჩატარდება. ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაურის მოადგილემ, დეტალური ინფორმაცია მიიღო სწავლების დაგეგმვისა და მოსამზადებელი სამუშაოს შესახებ, რომელიც დასკვნით ფაზაშია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან, ასევე თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. სტუმრებმა საბრძოლო მომზადების ცენტრიც დაათვალიერეს.
