პარიზში ხუთასი ქუჩის საფეხმავლოდ გადაკეთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა
პარიზში ხუთასი ქუჩის საფეხმავლოდ გადაკეთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეთა თითქმის 66- მა პროცენტმა საფრანგეთის დედაქალაქის მერიის ინიციატივას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი ,34 პროცენტი წავიდა. 2 მილიონ ადამიანს კიდევ ერთ გამოკითხვაში მოუწევს მონაწილეობა, უნდა გადაწყდეს, რომელი ქუჩები ჩაიკეტება ავტომობილებისთვის. მიზანი, პარიზში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა.