სტამბოლში საპროტესტო აქცია, მასობრივ არეულობაში გადაიზარდა
სტამბოლში საპროტესტო აქცია, მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. ძალოვნებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, აქციის მონაწილეებმა კი მათი მიმართულებით ფოიერვერკები ისროლეს. დაპირისპირება იყო ანკარაშიც. თურქეთში საპროტესტო აქციები სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ დაიწყო.
