საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება სერბეთში
საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება სერბეთში. საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი დეპუტატებთან ერთად ბელგრადში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდებიან. განიხილავენ საქართველოს ევროინტეგრაციას და ამ გზაზე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვის საკითხებს. შეხვედრა დაგეგმილია სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.
