საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთშია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთშია. მაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიიარტოს მიწვევით ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრაც და განცხადება მედიისთვის. ბოჭორიშვილი ასევე გამართავს საჯარო ლექციას უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში .
