ესპანეთში შტორმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო რამდენიმე რაიონში საგანგებო ვითარება გამოცხადდა
ესპანეთში შტორმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო რამდენიმე რაიონში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. დაიტბორა მადრიდიც. კალაპოტიდან გადმოსული მდინარეებისა და ადიდებული წყლის გამო გზებზე გადაადგილება შეზღუდულია. ზოგიერთ რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაიწყო.