შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდგომი ესკალაციის შეკავების მცდელობები „კონტროლს ექვემდებარება“
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდგომი ესკალაციის შეკავების მცდელობები „კონტროლს ექვემდებარება“. ცნობას „ბლუმბერგი“ ავრცელებს და შტატების პრეზიდენტის განცხადებას აქვეყნებს, სადაც ტრამპი ამბობს, რომ „შესანიშნავი იქნებოდა ამის შეჩერების შესაძლებლობა და რომ მის გარდა სხვა ამას ვერ შეძლებდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ „რაციონალური დისკუსიები“ და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტთან, კარგი ურთიერთობები არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გასაღები. შტატების პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლა შესაძლებელია ყველა მხარესთან კონსტრუქციული დიალოგით“.
