საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ნაკრებთან მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ნაკრებთან მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. გუნდებს შორის ერევანში გამართული პირველი მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს. ცნობილია, რომ დღევანდელ შეხვედრაში გუნდს უბრუნდება გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. მატჩი „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება, მანამდე, კი დაგეგმილია ქომაგების მსვლელობა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები