დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ლონდონის დასავლეთ ნაწილში ხანძრის გაჩენისა და ელექტრომომარაგების მასშტაბური გათიშვის ფაქტის გამოძიების განკარგულება გასცა
დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ლონდონის დასავლეთ ნაწილში ხანძრის გაჩენისა და ელექტრომომარაგების მასშტაბური გათიშვის ფაქტის გამოძიების განკარგულება გასცა. ინციდენტის გამო ჰითროუს აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათით შეჩერებული იყო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების მიზეზი მომხდარის დეტალების გარკვევასთან ერთად, ქვეყანაში ენერგეტიკული ვითარების საერთო სურათის შეფასებაცაა.
