სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ იმ დროს შეიკრიბნენ, როცა სტამბოლის მერი თურქეთის სასამართლოს წინაშე წარდგა. ეს იმამოღლუს პირველი გამოჩენა იყო სასამართლოში, დაკავების შემდეგ. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქცია თურქეთის ოპოზიციური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. თურქეთის პრეზიდენტმა ოპოზიცია ქუჩის ტერორიზმში დაადანაშაულა.
