„დედამიწის საათი” საქართველოში მეჩვიდმეტედ აღნიშნეს
„დედამიწის საათი” საქართველოში მეჩვიდმეტედ აღნიშნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ერთი საათის განმავლობაში შუქი ჩაქრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და ფასადზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში, ასევე საქართველოს პარლამენტის შენობაში. „დედამიწის საათი” მსოფლიოში უდიდესი გარემოს დაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტრო ენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
