საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ფინეთის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში 4:2 დაამარცხა
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ფინეთის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში 4:2 დაამარცხა. ანტალიაში, კალისტას სპორტული ცენტრის მოედანზე გამართულ შეხვედრაში გამარჯვებულებს შორის თითო გოლი საბა ხვადაგიანმა, გიზო მამაგეიშვილმა, საბა მამაცაშვილმა და ოთო მამაგეიშვილმა გაიტანეს. რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდი ანტალიაში რჩება და 25 მარტს ამხანაგურ შეხვედრას უკვე სერბეთთან გამართავს.
