ონოს მასტერკლასი
რუსთავის სპორტის სასახლე ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის, შოჰეი ონოს მასტერკლასისთვის ემზადება. ორი დღით ადრე კი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ იაპონელ სპორტსმენს სპორტის სასახლე და მუზეუმი დაათვალიერებინა. ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მუზეუმს, ხელმოწერილი კიმონო დაუტოვა. შოჰეი ონოს მასტერკლასი, რუსთავის სპორტის სასახლეში, 24 მარტს 14 საათიდან დაიწყება