დედამიწის საათი
„დედამიწის საათი” საქართველოში მეჩვიდმეტედ აღინიშნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ერთი საათის განმავლობაში შუქი ჩაქრება სახელმწიფო უწყებებში. „დედამიწის საათი” მსოფლიოში უდიდესი გარემოს დაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს
