ომიდან - მოლაპარაკებამდე
საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე კიევი ვაშინგტონიდან უსიამოვნო გზავნილებს იღებს. დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებზე მთავარი თემა ტერიტორიების განაწილების საკითხი იქნება. მან ღიად განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ხუთი რეგიონის ოკუპაციით სასურველ შედეგს მიაღწია და უკრაინის სრულად შთანთქმის სურვილი არ აქვს. მანამდე ოპტიმისტური განცხადება გააკეთა თეთრი სახლის ლიდერმა, რომელმაც ვარაუდი გამოთქვა, რომ უკრაინაში ცეცხლი მალე შეწყდება. ტრამპმა ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ ტერიტორიების გაყოფის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს
