ნარკოდანაშაული - ორი დაკავებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
