წვევამდელთა მომზადება
წვევამდელთა საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო. გაეცნენ ინსტრუქციას, დაურიგდათ აღჭურვილობა და ყაზარმებში განთავსდნენ, სადაც რვა კვირას გაატარებენ. კურსის დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან
