გარემოებები და მოლოდინი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მამუკა მდინარაძე ეხმიანება ოპოზიციის განცხადებებს, რომელიც ტრამპის მიერ ჯიმ რიშის მიმართ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას მოჰყვა. მამუკა მდინარაძე წერს, რომ ჯიმ რიში ყოველთვის გამოირჩეოდა „დიფ სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით, შესაბამისად, მხოლოდ ორი დაშვება არსებობს. ან სენატორი თავისსავე პოლიტიკურ წარსულს გაემიჯნება, ან გამართლდება ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს
