საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს. მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიაკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები. გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ
