რუსთავის სპორტის სასახლე ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის, შოჰეი ონოს მასტერკლასისთვის ემზადება
რუსთავის სპორტის სასახლე ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის, შოჰეი ონოს მასტერკლასისთვის ემზადება. ორი დღით ადრე კი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ იაპონელ სპორტსმენს სპორტის სასახლე და მუზეუმი დაათვალიერებინა. ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მუზეუმს, ხელმოწერილი კიმონო დაუტოვა. შოჰეი ონოს მასტერკლასი, რუსთავის სპორტის სასახლეში, 24 მარტს 14:00 საათიდან დაიწყება. მასტერკლასი უფასოა და მასზე დასწრება, საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელ სპორტსმენს შეუძლია. შოჰეი ონო საქართველოში, ვეტერანი ძიუდოისტების, ვარლამ ლიპარტელიანის და ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით ჩამოვიდა