დონალდ ტრამპი მზადაა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნებულ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური სამუშაო საკუთარი ჯიბიდან აუნაზღაუროს
დონალდ ტრამპი მზადაა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნებულ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური სამუშაო საკუთარი ჯიბიდან აუნაზღაუროს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. სუნიტა უილიამსი და ბუჩ უილმორი დედამიწაზე 18 მარტს დაბრუნდნენ. მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 8 დღე უნდა გაეტარებინათ, თუმცა ხომალდის გაუმართაობის გამო უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს და მისია 9 თვეს გაგრძელდა
