ევროპის გადაიარაღების გეგმას მწვავე კრიტიკის შემდეგ სახელი შეუცვალეს და ახლა მას „მზადყოფნა 2030” ჰქვია
ევროპის გადაიარაღების გეგმას მწვავე კრიტიკის შემდეგ სახელი შეუცვალეს და ახლა მას „მზადყოფნა 2030” ჰქვია. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გეგმის პირვანდელ სახელწოდებას ესპანეთი და იტალია აკრიტიკებდნენ. ცნობისთვის, მარტის დასაწყისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის გადაიარაღების გეგმა წარადგინა, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ისახავს მიზნად
