ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღს" აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება, ინიციატივის სამართლებრივად გაფორმება კი აფხაზეთის მთავრობის უახლოეს სხდომაზე მოხდება
ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღს" აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება, ინიციატივის სამართლებრივად გაფორმება კი აფხაზეთის მთავრობის უახლოეს სხდომაზე მოხდება. გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო. სიახლე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასის წევრებს ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გააცნო
