გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ყაზარმებისთვის დაცვის კერძო კომპანიებს ქირაობს, რადგან ჯარისკაცები არ ჰყოფნის
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ყაზარმებისთვის დაცვის კერძო კომპანიებს ქირაობს, რადგან ჯარისკაცები არ ჰყოფნის. ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ შარშან გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ობიექტების დასაცავად დაქირავებულ პერსონალზე 666 მილიონი ევრო დახარჯა. მას შემდეგ, რაც გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გააუქმეს და მხოლოდ საკონტრაქტო ჯარი დატოვეს, სამხედროების რაოდენობა 250-დან 180 ათასამდე შემცირდა
