ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის მიერ რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია ომის აქტი იქნება
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის მიერ რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია ომის აქტი იქნება. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ბელგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი რისკებს შეუქმნის მსოფლიო ფინანსურ სისტემას და მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს. „ჩვენ ფანტაზიის სამყაროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ რეალურ სამყაროში ვართ, სადაც, თუ ვინმეს 200 მილიარდ ევროს წაართმევ, შედეგები დადგება“ - აღნიშნა ბელგიის მთავრობის მეთაურმა
