უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი გაეროს არ განიხილავს, როგორც სამშვიდობო ძალების ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი გაეროს არ განიხილავს, როგორც სამშვიდობო ძალების ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, გაერო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება. მანამდე ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში ევროპული ჯარის გაგზავნის იდეას მხარს აღარ უჭერს და მის ალტერნატივად უკრაინაში გაეროს მშვიდობისმყოფელების გაგზავნას განიხილავს
