„ნაციონალური მოძრაობის“ სისტემის მხილება გრძელდება
„ნაციონალური მოძრაობის“ სისტემის მხილება გრძელდება. რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ბესო ხარძიანის საქმეა. კიდევ უფრო მძიმეა მისი წამებისა და ქონების ჩამორთმევის დეტალები, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენის შვილმა თავად გაიხსენა. გლდანის მერვე დაწესებულებაში ბიზნესმენ ბესო ხარძიანის უმოწყალო და მრავალჯერადი წამება, კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით - ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ რეჟიმისა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყოველდღიურობად აქცია
