პრემიერის შეხვედრა IMMAF-ის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის (IMMAF) პრეზიდენტს, კერით ბრაუნს შეხვდა. შეხვედრაზე 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიო ჩემპიონატის (MMA) ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ თემაზე მსჯელობა და აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების პერსპექტივებს.
