ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში
საქართველო 2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტთან განიხილა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთანხმება დღეს გაფორმდა.
