დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ორგანიზაცია „მზის შვილებში“, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, ღონისძიება გაიმართა, სადაც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების 12 დღიანი კამპანია შეაჯამეს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა კამპანიის მიზნები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე ბავშვებთან ერთად ხატვის პროცესშიც მონაწილეობდნენ.
სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
