სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ
მთავრობის განკარგულებით, გურიაში სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონ 569 ათას 48 ლარი გამოიყო. თანხა რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება. გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი.
